|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაჯი ჯ. და 1982 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ორივე პირი ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე დააკავეს. ჰაჯი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას 63 აბი, ხოლო მანუჩარ კ-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა," – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ჰაჯი ჯ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა–გასაღების ფატზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო მანუჩარ კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფატზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა