ქუთაისის მერიის სამსახურები ხვალ საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ
ქუთაისის მერიაში ხვალ, ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოთქვამენ.
მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, მათი სამსახურის ყველა ჯგუფი ხვალ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და ასევე, სპეცტექნიკაც სრულ მზადყოფნაშია. კოღუაშვილი ამბობს, რომ ამინდის გაუარესებას ჯერ კიდევ 2 დღის წინ ელოდნენ.
"სამაშველო სამსახურის ყველა ჯგუფი ხვალ ფორსმაჟორში იმუშავებს, რათა ამინდის გაუარესებამ პრობლემები არ შექმნას ქალაქში. კეთილმოწყობის სამსახურთან ერთობლივად ვიმუშავებთ," – ამბობს newpress.ge–სთან საუბრისას კოღუაშვილი.
ანალოგიურად, მზადყოფნას გამოთქვამენ მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში.
"თუკი ამინდის გაუარესებას ხეების გადატეხვა მოყვება, ასეთ შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ და ჩვენი თანამშრომლები ხეების გადაბელვას უზრუნველყოფენ," – ამბობს აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ სინოპტიკოსების საქართველოში ციკლონის მოახლოებას ელოდებიან, რაც ტემპერასტურის დაცემას და ამინდის გაუარესებას გამოიწვევს. სამონისტროებმა ხვალისათვის სრული მზადყოფნა და საგანგებო რეჟიმში მუშაობის დავალება ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე მისცეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა