|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი – შეუძლებელი შევძელით, ჩემი წასვლა აღარ იქნება მავნებელი

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალმა მთავრობამ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით შეუძლებელი შეძლო. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ არ გააგრძელეს იმ ბინძური მეთოდებით ბრძოლა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.

„უწესრიგობით მოინდომეს წესრიგის დამყარებდა და ეს არ შეიძლებოდა. ამას ჩვენ ძალიან ფაქიზად ვექცევით. ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ბეწვის ხიდზე ვიარეთ, სწორედ რომ ევროპა–ამერიკისთვის გასაგები გახდა ჩვენი ქმედება და შიგნით საზოგადოების მუხტი არ დავკარგეთ.

საზოგადოებას უნდოდა 5 წუთში ყველა და ყველაფერი დაგვესაჯა იგივე მეთოდებით. ამით მივიღებიდთ ახალ უბედურებას. ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ჩვენ. ევროპა–ამერიკას რაც სურდა, აბოსოლუტურად საპირისპირო სურდა ქართველ საზოგადეობას. მოვახერხეთ და არც ამ საზოგადოების მუხტი და მხარდაჭერა დავკარგეთ და ბეწვის ხიდზეც გავიარეთ.  აქ მე ძალიან საჭირო ვიყავი. ახლა ჩემი წასვლა აღარ იქნება მავლებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა