|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილი – ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, თორემ არ მერიდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია თვითმმართველობების არაეფექტურობა, სადაც განხორციელებულმა ცვლილებებმა მისი თანაგუნდელებიც კი გაანაწყენა.

„მე ვიცი როგორ წუხან რეგიონები. მე არ ვერევი ადგილობრივ თვითმმართველობებში, პრინციპულად. მაგის დრო და საშუალება არ მაქვს. მთავარია, ჩვენ აიზბერგებს მოვერიოთ და ზემოდან დავალაგოთ და მერე დაბლა ჩალაგდება რეგიონებიც. ბოდიშს ვიხდი რეგიონებთან, ასე რომ ვხმარობ სიტყვას, ზემოდან და მერე დალაგდება.

ზოგიერთ რეგიონში განიცდიან იმას, რომ ისევ ძველი კადრები, „ნაციონალები“ მართავენ,  ან არაეფექტურია ხელისუფლება. „ნაციონალები“ არ უნდა იყვნენ წყალგამყოფი ჩვენთვის. ისინი კანონის მიხედვით არიან არჩეულნი და ჩვენ კანონს არ უნდა გადავუაროთ.  ამის გამო, ძალიან ბვერია განაწყენებული ჩვენზეც, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებიც, რეგიონებშიც და ქალაქშიც. ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, თორემ არ მერიდება ბოდიშის მოხდა.

მინდა განუმარტო მათ, რომ ჩვენი დიდი პრობლემაა უმუშევრობა. დიდი გამოწვევაა დასაქმება და ეკონომიკა და ამას უნდა მოვერიოთ და დავამარცხოთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შემდგომ, ჩვენ მივიღებთ ახალ ხარისხობრივ ორგანოებს, გვეყოლება სხვა ტიპის თვითმმართველობები და მათ ექნებათ დიდი უფლებები. ამის შემდგომ პასუხს ვაგეთბ თვითმმართველობებზე და მის ეფექტურობაზე,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა