|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები მეორე დღეა დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ

ქუთაისში პარლამენტის წინ, მეორე დღეა იპოთეკით დაზარალებულები აქციას მართავენ. ისინი პარლამენტარებთან შეხვედრას ითხოვენ. იპოთეკით დაზარალებულებს დაბალპროცენტიანი სესხების აღების ნებართვის მიღება სურთ.

პარლამენტის წინ აქციაზე მყოფი იპოთეკით დაზარალებულების ოთხი წარმომაგენელი ამ წიუთებში საქართველოს პარტამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვდებიან. აქციის ერთ–ერთი მონაწილის ციური ახვლედიანის თქმით, ამ დრომდე დეპუტატებს მათთვის ყურადღება არ მიუქცევით.
"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს სახლს მიყიდიან, ამიტომაც ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, როგორმე დაგვეხმარონ, რომ სახლი არ დავკარგო," – ამბობს ციური ახვლედიანი. 
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ საშემოდგომო სესია გაიხნა, გუშინვე ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა