|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველთა რიცხვი არ იციან

ქუთაისის მერიის მიერ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი განაცხადი შევიდა გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

"განაცხადების მიღება ელექრტონული ვერსიით გუშინ, საღამოს 12 საათამდე მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ შევაჯამოთ თუ რამდენმა გამოთქვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი," – ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა. მერიაში ვაკანტური თანამდებობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია განხორცილედა, რომლის შედეგად ძველი თანამშრომლები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამ ეტაპზე კოკნურსი ვიცე–მერების, სამსახურის უფროსების და მისი მოადგილეების, ასევე განყოფილებების უფროსების ადგილების დასაკავებლდაა გამოცხადებული. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა