|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე რამდენიმე ვაკანსია უქმდება

ქუთაისის მერიაში 52 თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე, შესაძლოა, რადმენიმე ვაკანტური ადგილი გაბათილდეს. ამის შესახებ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა newpress.ge-სთან საუბარში განმარტა. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამოდენიმე გამოცხადებული ვაკანსია გავაუქმოთ. ამის მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა," – ამბობს მარგველაშვილი. 
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებით მერიის ყოფილი თანამშრომლები თანამდებობებზე უნდა აღადგინონ, მარგველაშვილის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი სამსახურში არ დაბრუნდება. მათ შორის არის ყოფილი ვიცე–მერი კოტე რატიანი. მარგველაშვილის თქმით, რატიანი გათავისულებამდე ვიცე–მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო და მის მიერ დაკავებული თანამდებობა ისედაც კონკურსის გამოცხადებას ექვემდებარებოდა.   
შეგახსენებთ,რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული თანშმრომლების (არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, შესყიდვების სამსახურისა და სამაშველო და კონტროლის განყოფილების ყოფილი უფროსების, ასევე, ყოფილი ვიცე–მერის, კოტე რატიანის) სარჩელი დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიას მათი თანამდებობზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა