|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხები ხშირ შემთხვევაში კრიმინალური კუთხით შუქდება

ბავშვთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში ხშირ შემთხვევაში, კრიმინალური კუთხით ხდება. ამის შესახებ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა, ქუთაისში გამართული შეხვედრის დროს განაცხადეს. შეხვედრა პროექტის "ბავშვთა საკითხები მედიაში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახორცილებს.

პროექტის მიზანია მედიაში არსებული პრობლემების გამოვლენა ბავშვთა საკითხების გაშუქების დროს.

ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ზვიად ქორიძის განმარტებით, ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალებით ბავშვთა უფლების დაცვის ნაცვლად, მათი უფლებები ილახება. 

შეხვედრაზე განმარტეს, რომ ბავშვები  ხშირად  სარეკლამო და საქველმოქმედო ობიექტად არიან გამოყენებულნი.

პროექტის "ბავშვთა საკითხები მედიაში" მონიტორინგის შედეგად, ბავშვებზე ტელევიზიებში 340 სიუჯეტი, ონლაინ მედიაში – 334, ხოლო პრესაში 134 მასალა მომზადდა. 

აღნიშნული მასალების უმეტსობა იყო ბავშვებზე, როგორც კრიმინალებზე, შემდეგ მათ განათლებაზე და ჯანდაცვაზე.

ქარტიის ფარგლებში ანალოგიური შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიმართა. 

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა