კახა კალაძე: "ორშაბათიდან ყველა სახლში და სოფელში მივალთ"
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კალაძე, კოალიციის აქტივისტებს „ქართული ოცნების” სამტრედიის ბიუროში შეხვდა. კალაძის თქმით, რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის არსებობის გამო, კოალიციის წარმომადგენლები რეგიონებში გასვლასა და ხალხთან მასობრივ შეხვედრებს გეგმავენ.
"კარგია, რომ აქ ბევრი ახალგაზრდაა, რადგან ახალგაზრდობის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან „ნაციონალების“ ხელშია ტელევიზიები, ამიტომ ორშაბათიდან რეგიონებში გასვლას დავიწყებთ. ყველა სახლში და სოფელში მივალთ" – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება, კახა კალაძის სამტრედიაში მაჟორიტარობას, მისი თქმით, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და საკითხს "ქართული ოცნება" გადაწყვეტს.
"კანდიდატობაზე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა სადაც ჩემს ქვეყანას და ხალხს დაჭირდება, იქ დავდგები" – ამბობს კალაძე.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე