მიკროავტობუსის მძღოლმა სამტრედიაში მგზავრები ქუჩაში დატოვა და მათი ნივთები გაიტაცა
ურეკიდან სამტრედიის მიმართულებით მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრები მოატყუა, გზაში დატოვა და მათი ფული და ნივთები თან წაიღო. შემთხვევა 4 სექტემბერს, სამტრედიაში მოხდა. ამის შესახებ newpress.ge-სთან საუბარში თავად გზავრები ჰყვებიან. მათი განცხადებით, მიკროავტობუსში მყოფი 16 მგზავრი მძღოლმა გაზგასამართ სადგურზე ავზის შევსების
მიზნით ჩამოსვა და შემდეგ მიატოვა.
,,თაღლითმა მძღოლმა მოტყუებით ჩამოგვსვა და თან წაიღო 16 ადამიანის გზის ფული და ჩანთები. 25 წუთი დაგვჭირდა გზაზე რომ გამოვსულიყავით, პატრულის თავი ვის ჰქონდა?! ძალიან წვიმდა და ცარიელ–ტარიელი უცებ ქუჩაში აღმოვჩნდით.
არადა რა პატიოსნად გამოიყურებოდა მძღოლი, წვერებში, პირველად მამაო მეგონა,“ – ამბობს დაზარალებული მგზავრი ლადო
აფხაზავა.
დაზარალებულის თქმითვე, მიკროავტობუსი თეთრი ფერის, „ფორდის“ მარკის იყო. თუმცა მიკროავტობუსის ნომერი, ვერცერთმა მგზავრმა ვერ გაიხსენა.
,,ისეთი დაბნეული ვიყავით, ჩვენგან არცერთს არ ახსოვდა მიკროავტობუსის სერია და ნომერი. მე მალე წამოვედი. არ ვიცი, დანარჩენმა
დაზარალებულებმა მიმართეს, თუ არა საპატრულოს,“
– ამბობს ლადო აფხაზავა.
ავტორი: ანა ჯანაშია