ვიცე-მერი - მერიამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლის შეცვლა ყოველ კვირას არ მოუწევს
ქუთაისის ვიცე-მერის, კონსტანტინე ლომიძის განცხადებით, მერიამ ტრანსპორტთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლის შეცვლა ყოველ კვირას არ მოუწევს. ვიცე-მერის განმარტებით, არ შეიძლება არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გამო, ყოველ კვირას ერთიდაიგივე პრობლემა ჰქონდეს.
ამის შესახებ ლომიძემ newpress.ge-სთან საუბარში განმარტა." სწორედ, ამის გამო გავაუქმეთ ახალდანიშნული #57 მიკროსაავტობუსო ხაზი. როცა ეს ხაზი ქსელში გავიდა, მე მაშინ არ ვიყავი. თორემ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. ვიცოდი, რომ ეს ხაზი პრობლემებს შეგვიქმნიდა. ამ გადაწყვეტილების მიღება არასწორად მოხდა", - განუცხადა newpress.ge-ის ლომიძემ.
ლომიძე აცხადებს, რომ შუალედური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც არც მგზავრებს და არც მძღოლებს დააზარალებს.
ამ მიზნით, ლომიძის თქმით, მერია თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ საავტობუსო თუ მიკროსაავტობუსო ხაზეებს დააგრძლებს.
"ისინი წითელი ხიდიდან მიმართულებას შეიცვლიან და უნივერსიტეტს გაივლიან. კონკრეტულად ამ მიმართულებით რომელი ნომერი იმუშავებს, ჯერ არ ვიცით. ამაზე დაინეტრესება გადამზიდმა კომპანიებმა უნდა გამოთქვან. ჩამოსაყალიბებლად ზუსტად ერთი კვირა გვჭირდება", - ირწმუნება ლომიძე.
ლომიძე აღნიშნავს რომ #57 ხაზის დანიშვნა სატრანსპორტო საკითხების შესწავლის გარეშე მოხდა.
თავად, მერიის ტრანსპოტის სამსახურის უფროსი, ნიკა კეპულაძე განმარტავს, რომ ახალი ხაზის დანიშვნა მოსახლეობის თხოვნით და ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის ხელმოწერით მოხდა.
"ქალაქის მერი მოსახლეობის მდგომარეობაში შევიდა და ამიტომაც დაამატა ხაზი. თუმცა ამ საკითხებს შესწავლა უნდა", - აღნიშნავს კოტე ლომიძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა