იპოთეკით დაზარალებულები – შიმშილობას უვადოდ გავაგრძელებთ
გამოსახლების შეჩერება, დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები და საგამოძიებო კომისიის შექმნა – ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც პარლამენტის წინ, იპოთეკით დაზარალებული ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისინი უკვე მერვე დღეა, რაც შიმშილობენ.
"ვცდილობთ მთავრობის ყურადღება მივიქციოთ და გამოსახლების აღსრულების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მალე მიიღოს. ასევე მოვითხოვთ შეიქმნას კომისია, რომელიც იპოთეკით უსამართლოდ დაზარალებულთა საქმეებს გამოიძიებს," – ამბობს იპოთეკით დაზარალებული დარეჯან სულაქველიძე.
იპოთეკით დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებას დააჩქარებს.
"გამოჩნდნენ პარლამენტარები, რომლებმაც ჩვენს სასარგებლოდ ხმა ამოიღეს. ასე, რომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საქმე დროულად და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობას უვადოდ გავაგრძელებთ," – ამბობენ იპოთეკით დაზარალებულები.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა