|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულო ხვალ იმსჯელებს

ამ დროისთვის უცნობია ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდება თუ არა კონკურსი. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც მარგველაშვილი ამბობს, შესაძლებელია ქალაქის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსი გამოცხადდეს ან მერის მოვალეობა ვიცე–მერმა შეასრულოს.

"ეს საკითხი არ არის ერთპიროვნულად გადასაწყვეტი, საკრებულოსთან ერთად ვიცე–მერებიც შეიკრიბებიან და იმსჯლებენ ამ საკითხზე," – აღნიშნავს მარგველაშვილი.
მისი თქმით, დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბრძანება ჯერ არ დაწერილა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, კოპალიანის განცხადება საკრებულოს კანცელარიაში გუშინ შევიდა, ხოლო ბრაძანება განცხადების გატარების შემდეგ დაიწება.
"ყველაფერი პროცედურულად მოხდება," – ამბობს მარგველაშვილი. 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. 
დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის რიგით მეათე მერი გახლდათ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა