დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართება
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე იმსჯელებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვა ორჯერ უკვე გადაიდო. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, მისი გადადება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. როგორც გიორგი გელხაური ამბობს, პროკურატურამ მტკიცებულებების შესაგროვებლად დამატებითი დრო მოითხოვა.
ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად მიმდინარე წლის 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.
მერაბიშვილის პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ეპოზოდში წაუყენა. გამოძიება მას თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა