ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის პროცესი დაიწყო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. პროცესზე მერაბიშვილი ადვოკატებთან ერთად გამოხცხადდა. სასამართლო დარბაზში მერაბიშვილის მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებიც არიან შეკრებილნი. ასევე, სასამართლო დარბაზში იმყოფება იმერეთის მხარის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები.
ყოფილი პრემიერ–მინისტრის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თეიმურაზ დგვარელი განიხილავს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა