ქუთაისში დასუფთავების დღეს აღნიშნავენ
დღეს მსოფლიოში დასუფთავების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრები" ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციას აწყობს. აქცია კამპანიის "დავასუფთავოთ საქართველო" ფარგლებში ტარდება.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის დასუფთავების აღნიშნული ფართობასშტაბიანი აქცია კამპანიის "დავსუფთავოთ მსოფლიო" ფარგლებში მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრში დასუფთავების მიმდინარე აქცია შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დასუფთავების კამპანიას ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. საკრებულო თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმართებით, აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობა ამ აქციაში ჩაერთო.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა