ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველებმა საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ აქცია გამართეს
ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველები საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ამ მიზნით მერიაში დასაქმების მსურველთა გარკვეულმა ჯგუფმა ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს.
"ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილეს და იმ მიზეზით მოხსნეს, რომ არ მქონდა წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები. საჭირო დოკუმენტად ისინი მიიჩნევენ ე.წ CV-თან ერთად დართულ კანდიდატების ავტობიოგრაფიას. შეტანილი მქონდა განაცხადი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტზე, თუმცა უკვე შიდა ინფომაიციებით გავიგე რომ ჩემი კანდრდატრურა ამ მიზეზით მოხსნეს,"-
ამბობს სამოქალაქი ინტერესების დაცვის ცენტრ "არგუსის" ხელმძვანელი მანანა მანაგაძე.
მასთან ერთად, საკონკუროს-საატესტატო კომისის უნდობლობას უცხადებს გია რატიანი, რომელსაც განცხადება მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამსახურის უფროსის პოსტის დასაკავებლად ქონდა შეტანილი. რატიანის თქმით, კომისია იმ კანდიდატებს იშორებს, რომლებიც მათ არ ჭირდებათ და ისეთებს განიხილავენ, რომლებიც მათ აწყობთ.
როგორც დაწუნებული კანდიდატები ამბობენ, თუკი კომისია მათ პროტესტზე რესგირებს არ მოახდენს, დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა