|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე – კონკურსანტების შერჩევისას მიკერძოებას ადგილი არ ჰქონია

ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველთა ბრალდებებს, რომ კომისია გადაწყვეტილებას მიკერძოებულად იღებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ეხმაურება.

თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ამავე დროს მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, დასაქმების მსურველთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, კომისიაში არანაირ მიკერძოებას არ ჰქონია ადგილი და კონკურსის ყველა მონაწილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუ რა დოკუმენტები უნდა წარედგინათ.
"კონკურსის პირობები ყველასათვის თანაბარი იყო. ყველამ იცოდა რა საბუთები უნდა წარედგინათ და ეს მიზეზი არ არის. გაურკვეველია, რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს მსგავს განცხადებებს მანანა მანაგაძე, რადგან მისი განცხადება კომისიას ჯერ არ განუხილავს. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო მაგათზეა ნათქვამი," – აცხადებს თამაზ მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველები საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ამ მიზნით მერიაში დასაქმების მსურველთა გარკვეულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ, ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, კომისია იმ კანდიდატებს იშორებს, რომლებიც მათ არ ჭირდებათ და ისეთებს განიხილავენ, რომლებიც  აწყობთ.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა