|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ბექა თ. ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული აღიარებს ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრია. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმრობაში და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრებთან," – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი