|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანიმაციური ფილმის პრემიერა "შიშის დაძლევაზე"

მრავალპროფილიან საგანმანათლებლო ცენტრ კომპლექსს "გონში" ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა. აღნიშნული ჩვენება საინიციატივო ჯგუფმა არტ ჰედმა განახორციელა. არტ ჰედის წარმომადგენლებმა ფილმი თავად თარგმნეს და ბავშვებს ქართულად დუბლირებული წარუდგინეს. 
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის "დათვის ხელი" ავტორი შვეიცარიელი მარინა როსეტი თავად სტუმრობდა აღნიშნულ სკოლას. იგი დაესწრო ჩვენებას და ბავშვების კითხვებს უპასუხა.
ფილმის სცენარი, მხატვრობა და რეჟისურა თავად მარინა როსეტმა განახორციელა. მან ბავშვებს აჩვენა ფილმი–იგავი მეგობრობაზე, შიშსა და მის დაძლევაზე. 
ფილმმა გარკვეული კულტურული შოკი მოახდინა პუბლიკაში თავისი არატრადიციულობის გამო. როგორც ჩვენებაზე აღინიშნა სურათმა ერთგვარი მასალა მისცა ბავშვებს ფიქრისთვის და ფილმში ნაჩვენები ისტორიის გაგრძელების სურვილი გაუჩინა. "ვფიქრობ, რომ ფილმი შიშის დაძლევაზეა. ადამიანმა, ბავშვმა თავიდანვე შიშს პირდაპირ უნდა შეხედოს, თვალი არ უნდა დახუჭოს და შიშს მიუდგეს იმ მხრიდან  რა მხრიდანაც მოერევა", – აღნიშნა არტ ჰედის წარმომადგენელმა ლაშა მესხმა. 
აღსანიშნავია, რომ ფილმი ევროპის მრავალი ქვეყნის კინოფესტივალის პრიზიორია. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა