წულაია ქუთაისში პარკირების ადგილებზე – თუკი "ოცნება" ვერ ბლოკავს "ნაციონალების" კორუპციულ სქემას, უსუსური ყოფილა
ქუთაისში პარკირების ადგილები კორუფციული სქემით ნაწილდება – ამის შეასახებ განცხადება, დღეს გამართულ ბრიფინგზე "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ახალი ხელისუფება "ნაციონალური მოძრაობის" კორუპციულ სქემას არ აგრძელებს, ავტოპარკზე ტენდერი თავიდან უნდა გამოაცხდოს.
წულაიას განმარტებით,მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი და იგივე ორგანიზაციები იმარჯვენებენ, რაც უსამართლობაა.
"ამის უკან კორუპციული სქემები დგას. თუკი "ქართული ოცნება" ვერ ბლოკავს "ნაციონალების" კორუპციულ სქემას, მაშინ უსუსური ყოფილა. მაგრამ თუკი ერთად მოქმედებენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები", ჩვენ ამისათვის არ გვიხაროდა 1 ოქტომბერი", – განაცხადა გოგი წულიამ.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ქალაქში არსებულ ავტოპარკის ადგილებზე ტენდერი 12 ორგანიზაცს აქვს მოგებული. მისივე თქმით, 2013 წლის იანვრიდან ამდრომდე ადგილობრივ ბიუჯეტში ავტოპარკის ადგილებიდან სულ 9 648 ლარი შევიდა. წულაია ამბობს, რომ ბიუჯეტში შესული ფულით სწორედ პარკირების ადგილები უნდა მოწესრიოგდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა