|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო დოკუმენტაციას სეიფში ინახავენ და ბოქლომით კეტავენ?!

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, საჯარო ინფორმაციებს სეიფში ინახავენ. აღნიშნულის შესახებ, ლანჩხუთში მცოვრებლები newpress.ge - თან საუბარში ყვებიან. 

მათი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ლანჩხუთში გამგებლის ბრძანებით, თანამშრომლებმა სატენდერო დოკუმენტაცია სეიფში შეინახეს და ბოქლომით ჩაკეტეს. 
"21 საუკუნეში ლანჩხუთში საჯარო ინფორმაციებს სეიფში ინახავენ და ბოქლომით კეტავენ. როგორც ვიცი ამჯერად სატენდერო დოკუმენტები არის გადამალული და საგულდაგულოდ ჩაკეტილი სეიფში, სასაცილოა, მაგრამ ვერ გავიგე ეს ვის რაში სჭირდება, " – ამბობს ლანჩხუთში მცხოვრები ლადო აფხაზავა. 
ინფორმაციას, საჯარო დოკუმენტაციის გადამალვის შესახებ, არ ადასტურებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ჯერ სასაცილო,  შემდეგ კი უსაფუძვლოა. 
"სეიფი საერთოდ არ გვაქვს და არც საჯარო დოკუმენტაციას ვმალავთ. ყველასთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია. ამის შესახებ პრეტენზიებითაც არავის მოუმართავს," – აცხადებს ზაზა ურუშაძე. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა