„ქუთაისიდან კიევში 27 სექტემბრიდან 37 ევროდ გადავფრინდებთ“
სექტემბრიდან ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით, პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები
განხორციელდება. მგზავრთა გადაყვანას, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ განახორციელებს.
„საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებასა“ და ავიაკომპანია „Wizz Air“–ს
შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. მემორანდუმს ხელი „საქართველოს აეროპორტების გართიანების“ დირექტორის
მოადგილემ განვითარების დარგში, გიორგი მოლოდინაშვილმა და ავიაკომპანიის პრეზიდენტმა
ჯონ სტეფენსონმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად,
ავიაკომპანია 2012 წლის სექტემბრიდან გეგმავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი, რეგულარული ავიარეისების შესრულებას
კიევის მიმართულებით. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ და მისი მეშვეობით, მთელი წლის განმვალობაში, 40 000
მგზავრის გადაყვანაა დაგეგმილი.
მემორანდუმის ხელმოწერას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა
განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
„კომპანიის მეშვეობით,
ქუთაისიდან კიევში 27 სექტემბრიდან საშუალება გვექნება 37 ევროდ გადავფრინდებთ. ეს
იქნება შესაძლებლობა ევროპელებისათვის და უკრაინელებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.
მაგრამ, კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობა ქართველებისთვის, იაფად ჩავიდენ როგორც უკრაინაში,
ასევე, უკრაინის გავლით, ევროპის ქვეყნებში სასწავლებლად, დასასვენებლად თუ ბიზნების
გასაკეთებლად,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა
განცხადებით, თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს ფასდაკლებას შესთავაზებს და გარკვეული
პერიოდით, ფრენა კიევის მიმართულებით 22 ევრო
ეღირება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე