|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ "ნაციონალების" ქუთაისის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

23 სექტემბერს, 11 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი უკლება პასუხს გასცემს ქუთაისის ვიცე-მერის, გია შარაბიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომელიც ეხება ადგილობრივი ბიუჯეტის ჩავარდნას და ჯერ კიდევ, დაგეგმარების პროცესში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არარეალისტურ გათვლებს.

"რა აძლევს უფლებას ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონკრეტულად, ქალაქის ვიცე-მერს გია შარაბიძეს ადგილობრივი ბიუჯეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისროს, მაშინ როცა საბიუჯეტო პარამეტრების დადგენა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უმრავლესობით გავიდა სხდომაზე და კენჭისყრითაც დამტკიცდა, აქვს თუ არა ადგილი უუნარო და უნიათო ხელისუფლების პირობებში გადაბრალების პოლიტიკას და რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ კრიზისსა და ზოგადად, ჩიხში მოქცეულ საბიუჯეტო პოლიტიკაზე ქუთაისის ადგილობრივი ფინანსური აქტივების მაღალი რისკი, რას არ აღიარებს ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლება და რას უმალავს ადგილობრივ მოსახლეობას  – ის კითხვებია, რომელსაც პასუხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში გაეცემა," - ნათქვამია ხვალ დაგეგმილი ბრიფინგის ანონსში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა