"ნაციონალები" – მთავრობა ინვესტორებს ქუთაისში ჩამოსვლის მადას უკარგავს
"ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან მავნებლები არიან, ან შეგნებულად აფერხებენ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას,"– ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მორაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გია უკლებას განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში 3 მილიონ ლარზე მეტი დარღვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური აქტივობები არ არის შესრულებული.
უკლება ირწმუნება, რომ მსგავსი შემთხვევები "ნაციონალურო მოძრაობის" მართვის პერიოდში არასოდეს ყოფილა.
"ის რაც ხდება ქუთასიში, ხდება მთელს ქვეყანაში. ახალი მთავრობა კარგად ვერ ართმევს თავს ქვეყნის, თუ ქალაქის მართვას. რაც შეეხება ქუთაისს, აქ მიმდინარე პროცესები არის რიტორიკა იმისა, რომ ქუთაისიდან პარლამენტი თბილისში გადაიტანონ. ახალი მთავრობა მიზანმიმართულად უკარგავს ქუთაისში ჩამოსვლის მადას ინვესტორებს," – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე "ნაციონალმა" გია უკლებამ.
უკლებას განმარტებით, ამ დრომდე ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლები 4 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისივე თქმით, ჯერჯერობით, მხოლოდ 7 00 000 ლარია შესული.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელმა "ნაციონალებმა" აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქუთაისის ერთ–ერთმა ვიცე–მერმა, გია შარაბიძემ სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბარში განმარტა, რომ ქუთაისის ბიუჯეტი ვერ შესრულდებოდა. მიზეზად შარაბიძემ ბიუჯეტის არამიზნობრივი დაგეგმვა დაასახელა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა