"თავისუფალი საქართველო" - ქუთაისის მერიაში ბიუჯეტს არამიზნობრივ ხარჯავენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კოტე ლომიძეს მერიაში რეორგანიზაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღანელი, გოგი წულაია აცხადებს, აუცილებელია, ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების გაუქმება.
"არ შეიძლება, ერთდროულად ქუთაისის მერიის სპორტული სამსახური და ასევე სპორტულ დაწესებულებათა აიპი გაერთიანება არსებობდეს. რადგან ამ ორი სამსახურის ფუნქციები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, რაც ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს," – განმარტავს წულაია.
წულაიას თქმითვე, ასეთი სამსახურების არსებობა გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი, კვლავ ძველი მმართველი გუნდის პოლიტიკურ კურსს ატარებს.
"არაფერი იცვლება. ასეთი სამსახურები "ნაცებს" იმიტომ ჰქონდათ, რომ მისიანები დაესაქმებინათ და დღესაც იგივე გრძელდება. ასე, რომ მოვუწოდებ კოტე ლომიძეს გამოიჩინოს გონიერება და რეორგანიზაცია ჩაატაროს. რადგან ისევ არ მოხდეს ბიუჯეტის უმიზნოდ ფლანგვა," – აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიის სპორტის სამსახურის ბიუჯეტი 224,500 ლარს შეადგენს. ხოლო ქუთაისის ააიპ სპორტული გაერთიანება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით ფინანსდება.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა