|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI - ქუთაისის მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი კვლავ სამუშაო ადგილებია

ქუთაისის მოსახლეობისთვის 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პრიორიტეტები არ შეცვლილა.

დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა და სამედიცინო მომსახურება – ეს ქუთაისის მოსახლეობის ის მთავარი პრიორიტეტებია, რომლებიც ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგად გამოვლინდა. 
კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში", მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჩატარდა. 
ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 838 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს გზით, შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი  +/_ 2% შეადგენს. 
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 პროცენტი სამუშაო ადგილებს ანიჭებს უპირატესობას, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის.
მართალია გამოკითხულთა 35 პროცენტი თავს დასაქმებულად მიიჩნევს, თუმცა თვლიან, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტრს არ აქვს სამუშაო ადგილი. ამავე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2 პროცენტი არ ეძებს სამუშაოს.
"ქუთაისში გამოკითხულთა შორის პირველ ადგილს კვლავ სამუშაო ადგილი იკავებს. რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა  ან შემცირდა", – განმარტა კვლევისპრეზენტაციაზე NDI საქართველოს დირექტორმა ლიუს ნავარომ. 
რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, ქუთაისში, კვლევის თანახმად, ქუთაისში გამოკითხული მოსახლეობის 54 პროცენტი პირველ ადგილზე კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს.
NDI–ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (sida) აფინანსებს და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა