ქუთაისის ოპერის თეატრის წინ სასწრაფო და სამაშველო სამსახურია მობილიზებული
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის შენობის წინ, სადაც ამ დროისათვის ოპერის თეატრის კულტურული გეგმების გაცნობა მიმდინარეობს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
როგორც თავად აღნიშნული სამსახურების წარმომადგენლები newpress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, სამსახურში შეტყობინება ადგილზე გამოძახების შესახებ რადმენიმე საათის წინ მიიღეს. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავენ, მათთვის გამოძახების მიზეზი უცნობია.
"არ ვიცით რაზე გამოგვიძახეს. უბრალოდ, გვითხრეს, რომ უნდა მოვსულიყავით. იქნებ, თქვენ გვითხრათ, რაზე ვდგავართ აქ," - განმარტავენ ოპერის წინ მობილიზებული სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის ოპერის თეატრში კულტურული გეგმების პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ელოდნენ. თუმცა, ისინი აღნიშნულ შეხვედრაზე არ ჩამოსულან.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა