|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში ახალი კულტურული პროგრამა წარადგინეს

ქუთაისის ოპერის თეატრის ახალმა ხელმძღვანელმა, ხატია ვედმედევამ თეატრის კულტურული განვითარების ახალი პროგარამა წარმოადგინა.

როგორც დაანონსებული იყო, აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, პრეზენტაციამ მათ გარეშე  და მხოლოდ ქუთაისის კულტურული და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაიარა. პრეზენტაციას მოგვიანებით, პარლამენტარი ელისო ჩაფიძე დაესწრო. 
თეატრის კულტურული განვითარების ახალი პროგრამის ავტორები საზოგადოებას ქუთაისისთვის ძველი დიდების დაბრუნებას დაჰპირდნენ, რომელიც მათი თქმით, ოპერის თეატრიდან დაიწყება.
პროექტის ავტორებმა მათ მიერ უკვე გაკეთებულ საქმეებსაც გაუსვეს ხაზი. როგორც ისინი განმარტავენ, გაკეთებულ საქმეებში თეატრისათვის ძველი სტატუსის დაბრუნება იგულისხმება. ამჟამად, ქუთაისის ოპერის თეატრი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრად იწოდება. 
თეარტის გენერალური დირექტორის, ხატია ვედმედევას შეფასებით, მეორე მიღწევად დასახელდა ის, რომ თეატრს უდიდესი ქართველი დირიჟორი, გოგი ჭიჭინაძე უხელმღვანელებს.
ხატია ვედმედევა აღნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით, ქუთაისში საბალეტო სკოლა აღდგება. ასევე, თეატრი მსოფლიოს უდიდეს საოპერო თეატრებთან ითანამშრომლებს და საერთაშორისო მნიშვნელობის პროდუქტს შექმნის

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა