|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 80–მდე დევნილი ოჯახის ჯანმრთელობა საფრთხეშია

პარტია "თავუსუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს მოუწოდებს ქუთაისში, ყოფილ სასტუმრო "ხვამლში" კომპაქტურად ჩასახლებულ ოჯახებს ყურადღება მიაქციოს. 

ყოფილ სასტუმრო "ხვამლში" მცხოვრებ 80–მდე დევნილ ოჯახს, როგორც თავად აცხადებენ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც სასტუმროს შენობის თავზე მობილური ოპერატორის, "ბილაინის" ანტენები დაამონტაჟეს. 
როგორც ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, ბოლო 2 წლის მანძილზე შენობაში მცხოვრებთა უმეტესობას, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტების დაავადებები აღენიშნება.
"2 წლის წინ "ნაციონალების" ხელისუფლების პერიოდში, როცა აქ "ბილაინის" ანტენების დამოტაჟება დააპირეს, წინააღმდეგობა გავუწიეთ. თუმცა, გამოძახებული იქნა სპეცრაზმის ჯგუფი და ანტენები ძალით დაამონტაჟეს. დღეს კი შედეგი ასეთია: ჩვენი ჯანმრთელობა ნელ–ნელა ირღვევა," – აცხადებს სასტუმრო "ხვამლის" შენობაში მცხოვრები დევნილი, ლულიკო შონია.
როგორც პარტია "თავუსუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ დევნილებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ხელისუფლების მხირდან რეაგირება არ ყოფილა.   
"ვიდრე ამ ხალხის პრობლემები იმაზე სერიოზული არ გახდება, ვიდრე ახლა არის, მანამდე არ მიაქცევენ ყურადღებას? მოვუწოდებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ამ ადამიანების ბედით დაინტერესდეს და "ბილაინთან" გამართოს მოლაპარაკება, რათა ეს ანტენები მოხსნილი იქნეს. ანტენების დემონტაჟისთვის საჭირო თანხა, მათთვის არაფერს წარმოადგენს," – ამბობს გოგი წულაია. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა