სიტყვიერი დაპირისპირება ქუთაისის ცენტრში - რა ხდება ბერას კონცერტის დაწყებამდე
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც დღეს ბერა ივანიშვილის კონცერტია დაგეგმილი, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რეგიონებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებსა და
მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის.
დაპირისპირების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ რეგიონებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებს ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციის ნებართვა არ მისცეს. მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა აყარეს.
"ბერას კონცერტის გამო ჩამოვედით დღეს ქუთაისში. გვინდოდა გვემუშავა და პურის ფული გაგვეკეთებინა. სულ ასე დავყვებით ხოლმე ბერას კონცერტების დროს. მაგრამ აგვყარეს. ამაზე მეტად კანონი არ დაურღევიათ ქუთაისში?! ზედამხედველობის სამსახურის თანანშრომლები ბანდიდტები არიან", – განაცხადეს სამტრედიიდან ჩამოსულმა მოვაჭრეებმა.

მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განმარტებას არ აკეთებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში. "პასუხი არ მაქვს", – განაცხადა ქუთაისის მერიის ზემამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გოცირიძემ, newpress.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბერას ივანიშვილის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს 21 საათზე არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ბერას ივანიშვილის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს 21 საათზე არის დაგეგმილი.
ბერას კონცერტის გამო ქუთაისის ცენტრალური ნაწილი ორი დღეა გადაკეტილია. სცენის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში კი ავტომანქანებით ჯგუფები დადიან და მეგაფონებით მოსახლეობას კონცეტრზე დასწრებას მოუწოდებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა