|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა წვიმამ ვანის რაიონის სამი სოფელი დატბორა – ზარალს არავინ ითვლის

ძლიერი წვიმის შედეგად, გუშინ ღამით, ვანის რაიონის სამი სოფელი - ჭვიში, ამაღლება და შუამთა დაიტბორა. დატბორილია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სარდაფები.

"შუაღამით მეზობელმა გაგვაღვიძა და გვითხრა, რომ სახლები იტბორებოდა. დიდი ზარალი მივიღეთ. ვერ მოვასწარით ნივთების გადარჩენა," - ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, რომ ვანის გამგებელი რამდენიმე დღის წინ მოხსნეს და ამ დროისათვის მოსახლეობის ზარალის ოდენობას არავინ ითვლის. თუმცა, ადგილზე მობილიზებულია იმერეთის სამაშველო სამსახური, რომელიც მოსახლეობის დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებს.
ძლიერი წვიმის შედეგად, ასევე, დატბორილია ქუთაისი-ვანის საავტომობილო გზის ცენრტრალური ნაწილი.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა