ქუთაისის მერიაში ამერიკელ ადამიანის უფლებათა დამცველებს შეხვდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადმგენლებთან შეხვედრა გამართა. კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კენეტ განის თქმით, მათი კომისიის საქმიანობის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა, ეთნიკური კონფლიქტების მოგვარება და დისკრიმინაციის მსხვერპლის დახმარებაა.
აღნიშნულ საკითხებში თავიანთი გამოცდილება ამერიკელმა სტუმრებმა ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს გაუზიარეს.
"მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დისრკიმინაციულ ფაქტებზე დროული და გადამჭრელი ზომები იქნას მიღებული. იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა არსებობდეს, საჭიროა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის დარეგულირება. ვთვლი, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა და გამოცდილებების გაზიარება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებაში," - აცხადებს ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელი, კენეტ განი.
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე ამბობს, აღნიშნული ტიპის შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, ისეთი რთული რეგიონისათვის, სადაც ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი უცხო არ არის.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა