რა დაარიგეს ქუთაისში ბერას კონცერტზე?
ქუთაისში, გუშინ გამართულ ბერას კონცერტზე მისულ მსმენელებს მარტო მუსიკით არ გამასპიძლებიან. ცენტრალურ მოედანზე ჩამომდგარი მიკროავტობუსებიდან, მოედანზე თავშეყრილ პუბლიკას, "ჩუდოს" ფირმის წვენები და "ჩიფსები" დაურიგეს. აღნიშნული ფაქტი დღეს განხილვის თემა გახდა ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებში.
"ხალხს კონცერტი დაავიწყდა და ერთმანეთს ასწრებდნენ წვენების და "ჩიფსების" აღებაში. კონცერტის მსვლელობისას ყველას ეს პროდუქტები ეკავა ხელში", – ამბობდნერნ მაღაზიების წარმომადგენლები.
ქალაქში საუბრობდნენ იმაზეც, რომ კონცერტზე დასასწრებად ახალგაზრდა აქტივისტები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს.
ბერას კონცერტი ქუთაისში გუშინ 20 საათზე დაიწყო და 22 საათზე ფოიერვერკით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ბერას კონცერტისთვის სცენის მოსამზადებელი სამუშაოების გამო ქუთაისის ცენტრალური ნაწილი ორ დღე გადაკეტილი იყო. ქალაქის ქუჩებში კი ავტომანქანებით დადიოდნენ და მეგაფონებით მოსახლეობას კონცეტრზე დასწრებას მოუწოდებდნენ.
კონცერტის დაწყებამდე კი ცენტრალურ მოედანზე სიტყვიერ დაპირიპირებასაც ჰქონდა ადგილი.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა