"ნაციონალი" დეპუტატი – ქუთაისში ტრანსპორტზე ფასს არჩევნების შემდეგ გააძვირებენ
ამ წუთებში ქუთაისის საკრებულო რიგით 33–ე სხდომას მართავს. სხდომაზე ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, ნიკა კეპულაძემ 2013 წლის იანვრიდან ამ დრომდე გაწეული ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენის დროს საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ კეპულაძეს კითხვით მიმართა. უკლება დაინტერესდა თუ როდის აპირებს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური საქალაქო ტრანსპორტზე ტარიფის ზრდას.
გია უკლებას თქმით, ქუთაისი მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი საქალაქო ტრასნსპორტზე მომუშავე მძღოლებს ტარიფების მომატებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირდებოდა.
"იმიტომ ხომ არ აპირებთ ტრანსპორტზე ფასის ზრდას არჩევნების შემდეგ, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ ხმები არ დააკლდეს," – განაცხადა გია უკლებამ.
თავის მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრანსპორტის ღირებულების შესაძლო გაძვირებას ნიკა კეპულაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა