|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია თვითმმართველობის ქონებას ყიდის

ქუთაისის  მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ 9 ობიექტს ყიდის.

აღნიშნული ობიექტების გაყიდვის შესახებ დადგენილება, ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესო ცქიფურიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაიტანა.

საპრივატიზაციო ობიექტებიდან 8 ობიექტი მიწის ნაკვეთია, ხოლო ერთი - ხარებავას ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობა–ნაგებობა.

ქციფურიშვილს საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა ელექტრონული აუქციონის შემოღების კონკრეტული ვადები მოთხოვეს.

"უკვე ერთი წელია ხელისუფლებაში ხართ და გააკეთეთ რამე. ამ დრომდეც უნდა შემოგეღოთ ელექტრონული აუქციონი," – განაცხადა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ.

ქციფურიშვილმა დეპუტატის ამ შენიშვნას კითხვითვე უპასუხა: "მაშინ მეც გეკითხებით,  ელექტრონული აუქციონი ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა ყოფილიყო შემოღებული".

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა