|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვანო მერაბიშვილს პატიმრობა უნდა მოეხსნას

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერ მინისტრის,  ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჯანდაცვის ყოფილმა მინიტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განცხადება გააკეთა.

ჭიაბერაშვილის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღევენდელ პროცესზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოეხსნას.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ყოველთვის ექვემდებარებოდა და ახლაც ექვემდებარება პროკურატურის პირველ პირებს, ამიტომ მისთვის უცნობია, თუ რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი სხდომა.
"დღეს არანაირი საფუძველი არაა იმისათვის, რომ ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდეს  პატიმრობაში აღკვეთის ღონისძიების სახით, რადგან გამოძიება დასრულებულია. როგორც ცნობილია, მოსამართლემ წინა სხდომაზე დაამტკიცა მტკიცებულებათა ის ნუსხა, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარემ წარმოადგინა. წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, თუ როგორ დასრულდება დღეს სხდომა. დაველოდოთ მოვლენებს," – ამბობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მერაბიშვილის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამრთლოში 2014 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ დროის მანძილზებრალდების მხარე მერაბიშვილის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს, ყოფილი პრემიერ–მინისტრი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება. 
 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა