დღეს პრეზიდენტს ქუთაისის მთავრობის სახლში ელოდებიან
დღეს, ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი მთავრობის სახლში 13:00 საათისთვის მივა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვებს.
მიმდინარე
კვირაში პრეზიდენტისთვის ეს რიგით მეორე ვიზიტია ქუთაისში. სააკაშვილი ქალაქს ორი დღის
წინაც სტუმრობდა. 4 ივნისს ის კოპიტნარის აეროპორტში, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ავიაკომპანია „Wizz Air“–ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაეწრო.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა