ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადებიან
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები, მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის აპელაციას ამზადებენ. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში ითვალისწინებენ იმას, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული, უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმციით სარგებლობს.
"რა მტკიცებულება აქვს პროკურორებს იმისა, რომ სასამართლოს აფიქრებინის მისი შესაძლო მიმალვა," - განაცხადა კახიძემ პროცესზე.
ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულ მერაბიშვილს უნდა მოეხსნას წინასწარი პატიმრობა. ხოლო ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს – გირაო.
ადვოკატების თქმის, აღნიშნული პირები ყოველთვის თანამშრომლობდნენ სასამართლოსთან, ამიტომ არ არსებობს მათი მიმალვის საშიშროება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა