მერაბიშვილის საქმის პროკურორი – ბრალდებულებისათვის პასპორტების ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულებისათვის პასპორტების ჩამორთმევის თაობაზე ადგილი არ ჰქონია. სონღულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"მედიით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს პასპორტები ჩამოერთვათ. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ფატქი არ მომხდარა, ბრალდება უსაფუძვლოა," – აცხადებს ნათია სონღულაშვილი.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე განხილული იქნება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხი.
"შუამდგომლობის შესახებ საკითხს დაცვის მხარე დააყენებს, ბრალდების მხარე კი მხოლოდ ერთ შუამდგომლობას დააყენებს, რომ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაცემული იქნას არსებითი განხილვისთვის," – აცხადებს პროკურორი სონღულაშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა