|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ფოტოგრაფი საკუთრების დაბრუნებას ითხოვს

ქუთაისელი ფოტოგრაფი ლია ჯოჯუა ქუთაისში მოქმედ შპს "მერკურის" ხემძღვანელობას საკუთრების წართმევაში ადანაშაულებს.

როგორც ლია ჯოჯუა აცხადებს, შპს "მერკურის" ხელმძღვანელმა ბესო სურმავამ წმინდა ნინოს #23–ში მდებარე მისი კუთვნილი ფართი, დოკუმენტების გაყალბებისა და მაღალი თანამდებობის პირებთან ახლობლობით წაართვა, რის გამოც ლია ჯოჯუა სასამართლოში ჩივილს აპირებს.
"26 წლის წინ წმინდა ნინოს ქუჩზე ჩემმა მეუღლემ ფოტოატელიე ააშენა, სადაც ჩვენ წლების მანძილზე ვიმუშავეთ. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს, მაშინ, როცა ბესო სურმავამ ქუთაისში ყველა საყოფაცხოვრებო ობიექტი შეისყიდა, ჩვენი კუთვნილი ფართიც მიისაკუთრა," – ამბობს ფოტოგრაფი ლია ჯოჯუა. 
მისივე თქმით, შპს "მერკურის" ხელმღვანელი მასთან იმ მოტივით მივიდა, რომ მის კუთვნილ ატელიეში არსებული ინვენტარი აღეწერა, რადგან ისინი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. როგორც, დაზარალებული აცხადებს, ბესო სურმავამ ისარგებლა ვიტალი ხაზარაძესთან და ნოტარიუს თინათინ მაჩიტიძესთან ნაცნობობით და დოკუმენტები ისე გააყალბა, რომ ჯოჯუას პირადი საკუთრება თავად დაირეგისტრირა.
"შერცხვეს ამ ცოდვიან კაცს, რომელმაც თავისი მტაცებლური პოლიტიკით ჩემსავით არაერთი ადამიანის საკუთრება მიიწერა და გააუბედურა. დროა აღდგეს სამართლიანობა და გამოძიებამ დაადგინოს ის, რომ ეს კაცი თაღლითია. ამ მოთხოვნით მე მივმართე ეკა ბესელიას, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა საქმე. თუმცა, დავას სასამართლოში მაინც გავაგრძელებ," – ამბობს ლია ჯოჯუა.
ფოტოგრაფის ბრალდებებს შპს "მერკურში" არ ადასურებენ და აცხადებენ, რომ ლია ჯოჯუა დეზინფორმაციას ავრცელებს და მისთვის ბესო სურმავას ქონება არ წაურთმევია.
"წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე აღნიშნული ფართის შესყიდვა ჩვენს მიერ კანონის დაცვით მოხდა და საკუთრება არავისთვის წაგვირთმევია. ჩვენს საკუთრებაში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტებია და მასგავსი პრეტენზიებით არავის მოუმართავს. ჩვენი ორგანიზაცია კანონდარღვევით არც ერთ ობიეტს არ ფლობს და გაუგებარია ამ ქალის თვითმიზანი. მიმართოს ნებისმიერ სასამართლო სტრუქტურას, ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან სიმართლის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტები გვაქვს," – ამბობს შპს "მერკურის" მთავარი ინჟინერი, ფრიდონ გვანცელაძე.  

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა