ქუთაისში 82 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა
ქუთაისში გუშინ შიმშილის მიზეზით 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომიის სხდომაზე განაცხადა. საკრებულოს კომისია ქუთაისის მერის სარეზევრო ფონდის განკარგვის საკითხებს განიხილავდა.
კოტე ლომიძის თქმით, გარდაცვლილი დოლაბერიძის ოჯახს, ქუთაისი მერია ორჯერ დაეხმარა, თუმცა ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა.
"გუშინ მოვიკითხე ამ ადამიანის ამბავი და შევიტყვე, რომ თურმე, შიმშილით გარდაცვლილა. ექიმის დიაგნოზში ეწერა შიმშილით სიკვდილი ანუ ვიტამინების ნაკლებობა. 200 ლარით რომ დავხმარებოდით, იქნებ, კი გადაგვერჩინა ამ მოხუცის სიცოცხლე," – განაცხადა კოტე ლომიძემ.
მისი განმარტებით, მერის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხები განსაზღრული უნდა იყოს, თუმცა ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ლომიძე არასწორად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომ მერის სარეზევრო ფონდიდან მატერიალური დახმარების მიზნით თანხა არ უნდა გაიცს.
"ქუთაისი პარატა ქალაქია. ერთმანეთის გაჭირვება და ავან–ჩავანი ყველამ ვიცით და ასე თუ განვსაზღვრავთ სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების გაწევას," – აცხადებს კოტე ლომიძე.
ქუთაისში შიმშილით გარდაცვლილი მოხუცი სოციალურად დაუცველი იყო და აღმაშენებლი ქუჩაზე შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა