|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი არამიზნობრივად იხარჯება – რას აცხადებენ კომისიაში

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯი არამიზნობრივი და არადამაკამყოფილებელია. ასეთი შეფასება მისცეს დღეს გამართულ საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის სხდომაზე, მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდეა ღნიშნული ფონდიდან თანხების განკარგვას. 
"ამ ფონდიდან გაწეულ ხარჯებს სჭირდება დაკონკრეტება და წინასწარ განსაზღვრა. არ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტში არსებული პროგრამების დუბლირება, რაც გამოწვეულია სარეზერვო ფონდიდა მატერიალური დახმარებების გაცემით", – განაცხადა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, გოგიტა გოგელაშვილმა. მისი თქმით, სარეზრივიო ფონდის განკარგვისას მეტი კონკრეტიკა და თანხის გაცემის აუცილებლობა უნდა იყოს მითითებული. 
კომისიის სხდომაზე განმარტეს, რომ დაუშვებელია სარეზერვო ფონდიდან იმ დახმერბების გაწევა, რომელიც ბიუჯეტში ცალკე პროგრამით არის გაწერილი. 
"განასაკუთრებული შემთხვევებისთვის, რომელიც იქნება დასაბუთებული და გადაუდებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მატერიალური დახმარების მიზნით თანხის გაცემა", – განმარტეს სხდოამზე. 
მერის სარეზერვო ფონდის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 400 000 ლარით განისაზღვრა. აქედან ამდროისათვის უკვე დახარჯულია  295 239 ლარი. დახარჯული თანხის 80 პროცენტი მატერიალური დახმარების მიზნით გაიცა. ასევე, 3 000 ლარი იქნა გამოყოფილი 26 ივლისს ინტელექტულური კლუბის დასფინანსებლად. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა