ქუთაისელ სპორტსმენებს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერას მოუწოდებენ
დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქალაქის სპორტულ საზოგადოებას შეხვდა.
შეხვედრა
ოლიმპიური კომიტეტის ქუთაისის წარმომადგნლობის მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულ შეხვედრას,
ასევე, ქუთაისის მერის მოვალეობის შესურლებელი, კოტე ლომიძე ესწრებოდა.
სოხუმის დაცემის
20 წლისთავთან დაკავშირებით, დღევანდელი შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა დადებითად შეფასა.
ლერი ხაბელოვმა სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"საჯაროდ ვამბობთ
უარს გამოვიყენოთ ყოველგვარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ჩვენ ღირსეულად
მოვიგებთ არჩევნებს," - განაცხადა შეხვედრაზე მყოფმა გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის
შტაბის უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა.
ავტორი: დეა მანაგაძე