|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპეცოპერაცია ქუთაისსა და თბილისში – „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით დააკავეს წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1990 წელს დაბადებული ლაშა ზ, 1983 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1985 წელს დაბადებული მირიან ჩ. და 1979 წელს დაბადებული ჯაბა ხ. ასევე დაკავებული არიან: 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ გ, 1985 წელს დაბადებული ამირან დ. და 1990 წელს დაბადებული ზვიად ე.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩაატარეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრები არიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები ე.წ. „ქურდული გარჩევის“ გზით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს," – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა