|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 წლამდე ქალები დაბალი IQ-ს მქონე ბავშვებს აჩენენ

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 11 წლის განმავლობაში 200 ოჯახს აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა დედების შვილები მაღალი ინტელექტით არ გამოირჩევიან.

მეცნიერები ამ კანონზომიერებას იმით ხსნიან, რომ ქალები, რომლებმაც 22 წლის ასაკში მოასწრეს დედობა, ორსულობის დროს უფრო ხშირად იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ მათ უმრავლესობას ბავშვის გაჩენა თავად არ დაუგეგმავს.

გაირკვა, რომ 15-დან 18 წლამდე ქალების  42%-ს აღენიშნებოდა მშობიარობის წინა დეპრესია, მაშინ როცა 19-დან 22 წლამდე ასაკის ქალებში ეს რიცხვი 36% იყო.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც ახალგაზრდა დედები ჰყავდათსაკმაოდ დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდათ. მათი IQ- დონე საშუალოზე დაბალი იყო. აგრეთვე, ბავშვების 19.4%- თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობის დროს ჰქონდათ ემოციური პრობლემები. 19-დან 22 წლამდე დედების 23.2%-შიც იგივე პრობლემა გამოიკვეთა.

რაც შეეხება მოზრდილი ადამიანების შვილებს, ისინი თანატოლების გარემოცვაში კარგად იქცეოდნენ და კარგად გრძნობდნენ თავს.


წყარო: ambebi.ge



 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა