|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექსპერტები სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ

საქართველოში სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე დღეს, ქუთაისში, "დემოკრატიული ჩართულობის" ცენტრში ექსპერტებმა იმსჯელეს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს კურსი ევროინტეგრაციისკენ აქვს აღებული, საჭიროა სხვადასხვა სფეროში საკითხების ევროსტანდარტების დონემდე მიყვანა. ერთ–ერთი მათგანი სურსათის უვნელობა და მომხარებელთა დაუცველი უფლებებია.
"2012 წელს მიღებული იქნა სურსათის უვნებლობის ახალი კანონი, რომლის შინაარსი აბსოლიტურ წინააღდეგეობაში მოდის ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამ კუთხით, საქართველოში არსებულ კანონმდებლობასთან გვაქვს უამრავი შენიშვნები და აღმოსაფხვრელია უამრავი ხარვეზი," – ამბობს ექსპერტი, შალვა მელქაძე.
როგორც სურსათის უვნებლობის ექსპერტი თინათინ არაბიძე განმარტავს, მომხმრებელთა შესახებ კანონი მათ უფლებებს ვერ არეგულირებს.
"კოდექსში, რომელიც მომხარებელთა უფლებებს აკონტორლებს, გაურკვეველია თუ რა კონკრეტული უფლებები გააჩნია მომხმარებელს. ამიტომ აუცილებელია, კანონი მკვეთრად შეიცავდეს ისეთ ქვეპუნქტებს, რომელიც ზუტად განსაზღვრავს სურსათის უვნებლობის კონტროლსა და მომხმარებელთა უფლებებს," – ამბობს თინათინ არაბიძე.
მისივე თქმით, იმისათვისი, რომ კანონი უფრო მორგებული იყოს მომხმარებელზე, აუცილებელია მასში ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ექსპერტრები სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკითხს ხვალ იმსჯელებენ, ხოლო კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშრიებით, სავარაუოდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.
სურსათის უვნებლობის საკითხებზე გამართული შეხვედრა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ხორციელდება "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ" ფარგლებში.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა