პრეზიდენტი დღეს ყოველწლიურ პრემიებს გასცემს
საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველწლირ პრემიებს დღეს ქუთაისის მთავრობის სახლში გასცემს.
სააკაშვილი პრემიებს ხელოვნების და მეცნიერების
დარგში მოღვაწე ადამიანებს გადსცემს.
შოთა რუსთაველის
სახელობის პრემია ხელოვნების დარგში მოღვაწე 7 ადამიანს მიენიჭება. ესენი არიან: პიანისტი – ხატია ბუნიათიშვილი, მუსიკოსი – ნიკოლოზ
რაჭველი, მუსიკოსი – მანანა დოიჯაშვილი, პოეტი – ვახტანგ
ჯავახაძე, კინორეჟისორი – ალექსანდრე რეხვიაშვილი, ასევე, კინორეჟისორი – მიხეილ კობახიძე
და მუსიკოსი და პიანისტი –თენგიზ ამირეჯიბი.
საქართველოს
ეროვნული პრემია კი ცალკეულ ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს გადაეცემათ. პრემიები მიენიჭებათნ, ასევე, მედიცვინის დარგში
მოღვაწე ექიმებსა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს. ჯამში 10 პრემია გაიცემა.
საქართველოს
პრეზიდენტი პრემიებს ყოველწლიურად ანიჭებს,
მასთან არსებული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
შორთა რუსთაველის
სახელობის პრემიის ერთჯერადი საპრემიო თანხა 15 000 ლარია, ეროვნული პრემიის – 10 000 ლარი.
რუსთაველის
პრემიის ლაურიატებს, ასევე, ეძლევათ ყოველთიური სტიპენდია 400 ლარის ოდენობით. რუთაველის
სახელობის პრემია 1965 წლიდან გაიცემა.
პრეზიდენტს
ქუთაისის მთავრობის სახლში რამდენიმე წუთში ელოდებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე