"თავისუფალი საქართველო" – ქუთაისის საკრებულო მიძინებულია
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, ფალიშვილის ქუჩაზე ავტომობილების მძღოლებისათვის საინფორმაციო–გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარეს.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა მძღოლებს მოუწოდეს ავტოპარკინგისთვის არც ერთი თეთრი არ გადაეხადათ.
"ნუ გადაიხდით ერთ თეთრსაც კი. ამით მხოლოდ ოთხი ადამიანის ჯიბეს ავსებთ. თოთოეული 30 თეთრით ყოველდღიურად 10 000 ლარამდე იკირბება," – განუცახადა ავტომობილების მძღოლებს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ.
წულაიას განმარტებით, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხებით დაინტერესების ნაცვლად, მიძინებული არიან და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ.
აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რამდენიმე დღის წინ, ავტოპარკინგის კორუფციულ სქემაზე ბრიფინგი ჩაატარა. მათ განცხადებას მოგვიანებით, ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე გამოეხმაურა. თოფურიძის განცხადებით, წლების წინ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ქუთაისში ავტოპარკინგის ადგილები 12 გამარჯვებულ კომპანიაზე გადანაწილდა და მათი მოქმედების ვადა გასული იყო.
"თუკი წინა ბრიფინგზე ვთვლიდით, რომ ავტოპარკინგი კორუფციული სქემებით და გარიგებით ხდებოდა, ახლა, თოფურიძის განცხადების შემდეგ, მთლად უარესი გამოიკვეთა. ახალმა ხელისუფლებამ იმდენიც ვერ მოახერდა, რომ ამ ფულიდან აკრებილი თანხა თავიანთ ჯიბეში მაინც შესულიყო და არა ყოფილი ჩინოვნიკების ჯიბეში. ქალაქში არ არსებობს საფინანსო პოლიცია, პროკურატურა, რომლებიც წესით ამ უკანონო სქემებით უნდა დაინტერესდეს," – განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციის შემდეგ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები განცხადებას საფინანსო პოლიციაში შეიტანენ. პოლიტიკური პარტია საფინანსო უწყებას აღნიშნული საკითხების მოკველავას მოუწოდებს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა