ხანდაზმულებმა ქუთაისში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
ქუთაისელმა ხანდაზმულებმა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელით ნაქსოვი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოაწყვეს. ამ გზით აღებული თანხით, ისინი დავრდომილ მოხუცებს დაეხმარებიან.
"ვქსოვთ, ვკერავთ და თითოეული ნივთი, რომელსაც დღეს ვყიდით, ჩვენი ხელითაა დამზადებული. მოხარული ვართ, რომ ამ აქციის შემდეგ, საშუალება გვექნება ჩვენი სახსრებით იმ მოხუცებს დავეხმაროთ, რომლებსაც ჩვენზე მეტად უჭირს," – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ელენე გვაზავა.
გამოფენა–გაყიდვაზე, ხელით ნაქსოვი ნივთები ხანდაზმულებისგან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემაც შეიძინა.
ხანდაზმულთა საქველმოქმედო აქცია, "წითელი ჯვრის" ქუთაისის ორგანიზაციისა და ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მენეჯერი ლამარა გოქსაძე ამბობს, ხანდაზმულთა სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა